ტიკარაძე: „საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინა ხვალ უნდა შემოვიდეს“
23/03/2021 11:34:47 პოლიტიკა, საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის ცნობი, საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინას ხვალ ელოდებიან.
„როგორც ჩვენთვის ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, „ფაიზერის“ ვაქცინა ხვალ უნდა შემოვიდეს საქართველოში. შესაბამისად, მოხდება პირველ ლოკაციაზე, დაავადებათა კონტროლის ცენტრში, შემდეგ გადანაწილდება ყველა იმ ცენტრში, სადაც გაგრძელდება ფაიზერით პირების ვაქცინირება. ის ხელმისაწვდომი იქნება როგორც სამედიცინო პერსონალისთვის, ასევე ყველა იმ დაშვებული ჯგუფისთვის, რომელიც გუშინ საბჭოს მიერ იქნა გამოცხადებული“,– განაცხადა ტიკარაძემ ჟურნალისტებთან.
ცნობისთვის: ჯანდაცვის მინისტრი „ასტრაზენეკას“ ვაქცინით დღეს საჩხერეში აიცრა.


