NDI - გამოკითხულთა 23% მიიჩნევს, რომ მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს „ოცნებაა“, 7% „ნაციონალურ მოძრაობას“ ასახელებს, 7%– სხვა პარტიებს
23/03/2021 08:01:24 პოლიტიკა, საზოგადოება
აშშ–ის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 23% თვლის, რომ მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს “ქართულ ოცნება” დგას, 7%-სთვის კი “ნაციონალური მოძრაობა”.
რაც შეეხება სხვა პარტიებს ("ევროპული საქართველო", "გირჩი-მეტი თავისუფლება", "ლელო", "პატრიოტთა ალიანსი", "ლეიბორისტული პარტია", "სტრატეგია აღმაშენებელი"), ჯამურად გამოკითხულთა 7% მიიჩნევს, რომ მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს ეს პარტიებია.
ამასთან, გამოკითხულთა 40% მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს არც ერთ პარტიას ასახელებს, 14% კი უარს აცხადებს კითხვაზე პასუხის გაცემისაგან.
კვლევა 17-24 თებერვლის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,024 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.


