Accentnews.ge
ავსტრალიაში წყალდიდობის გამო მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო

ავსტრალიაში წყალდიდობის გამო მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო

22/03/2021 05:33:24 მსოფლიო

ავსტრალიის მთავრობა წყალდიდობის გამო, სიდნეის გარეუბნებიდან დღეს ათასობით ადამიანის ევაკუაციას გეგმავს. "ევრონიუსის" ინფორმაციით, მსგავსი მასშტაბის წყალდიდობა ქვეყანაში ბოლო 60 წლის განმავლობაში არ მომხდარა. უახლოესი დღეების განმავლობაში ავსტრალიაში კვლავ წვიმაა ნავარაუდევი.

უხვი ნალექის გამო ქვეყნის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ნიუ საუთ უელსის შტატში მდინარეები ადიდდა.

წყალდიდობისგან დაზარალებულ სიდნეისა და სხვა ქალაქებში მაშველები მუშაობენ. პროცესში ჩართულია ავიაციაც. სტიქიის გამო დაიხურა 150-მდე სკოლა.

ხელისუფლებამ შტატიდან უკვე მოახდინა 18 000 ადამიანის ევაკუაცია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S