კიევში 20 მარტიდან საყოველთაო კარანტინი ამოქმედდება
18/03/2021 12:35:07 მსოფლიო
კიევში 20 მარტიდან საყოველთაო კარანტინი ამოქმედდება.
შემზღუდავი ზომები სამ კვირას იმოქმედებს, რომლის განმავლობაში დაიხურება სავაჭრო ცენტრები. კაფეები და რესტორნები მხოლოდ გატანის სერვისით იფუნქციონირებს, სკოლები ონლაინსწავლებაზე გადავლენ. საჯარო სამსახურის მოხელეები დისტანციურად იმუშავებენ.
უკრაინის დედაქალაქში გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ–ინფიცირების 1 000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა და 30 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყნის მასშტაბით კი ახალი შემთხვევების რაოდენობა 15 000-ს აჭარბებს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში დადასტურდა კოვიდ–ინფიცირების 1 504 076 შემთხვევა, დაავადებამ 29 253 ადამიანი იმსხვერპლა.


