ფაშინიანმა ვადამდელი არჩევნები დანიშნა
18/03/2021 11:40:21 მსოფლიო
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შედეგად ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშნვის შესახებ განაცხადა.
არჩევნები 20 ივნისს გაიმართება, - აცნობა მოქალაქეებს ფაშინიანმა სოციალურ ქსელ Facebook-ში პირად გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით.
"ჩატარდა შეხვედრა ფრაქცია "აყვავებული სომხეთის" ხელმძღვანელ გაგიკ წარუკიანთან. შეხვედრაზე დავაფიქსირეთ, რომ საუკეთესო გამოსავალი შექმნილი შიდაპოლიტიკური სიტუაციიდან - ეს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებია", – ნათქვამია ფაშინიანის განცხადებაში.


