24 წლის მავრიკელმა აქტივისტმა კლიმატის ცვლილებები ინდოეთის ოკეანეში გააპროტესტა
18/03/2021 10:09:51 მსოფლიო
24 წლის მავრიკელმა აქტივისტმა კლიმატის ცვლილებები ინდოეთის ოკეანეში გააპროტესტა.
ინდოეთის ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე კუნძულოვანი სახელმწიფო მავრიკის მკვიდრმა შაამა სანდუიამ წყლის სიღრმეში ჩაყვინთა და მას ხელში ეჭირა ბანერი წარწერით "ახალგაზრდების გაფიცვა კლიმატისთვის".
"ვიმედოვნებ, ჩემი პროტესტი ხელს შეუწყობს უფრო აქტიურ გლობალურ მოქმედებას კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში. ოკეანეში ძალიან ბევრი სიცოცხლეა. მათი არსებობის შესახებ ჩვენ არც კი ვიცით. ისინი არ უნდა იტანჯებოდნენ იმ გადაწყვეტილების გამო, რასაც ადამიანები იღებენ", – აცხადებს აქტივისტი.
იგი იმედოვნებს, გაერო შეძლებს, ქვეყნები დაითანხმოს, რომ 2030 წლისთვის დაიცვან პლანეტის მიწის და ოკეანეების მინიმუმ, 30%.
Geophysical Research Letters–ის მიერ 2014 წელს გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, 1992 – დან 2012 წლამდე გლობალური გადაზიდვების რაოდენობა ოთხჯერ გაიზარდა, ხოლო ინდოეთის ოკეანეში ერთ – ერთი ყველაზე მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა.


