"ჩვენი ელჩის გამოძახება არ იქნება უკანასკნელი ქმედება, თუ ბაიდენის განცხადებას აშშ–ის მხრიდან განმარტება და ბოდიშის მოხდა არ მოჰყვება"
18/03/2021 08:49:08 მსოფლიო
"ჩვენი ელჩის გამოძახება არ იქნება უკანასკნელი ქმედება, თუ აშშ–ის მხრიდან ბაიდენის განცხადებას განმარტება და ბოდიშის მოხდა არ მოჰყვება", – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ კონსტანტინე კოსაჩოვმა განაცხადა.
"აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის უხეში განცხადებები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაკავშირებით აუცილებლად უარყოფითად აისახება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე. ამგვარი განცხადებები მიუღებელია და აუცილებლად გაზრდის დაძაბულობას ჩვენს ქვეყნებს შორის. აშშ-ში რუსეთის ელჩის კონსულტაციებისთვის გამოძახება არის სწრაფი, ადეკვატური და ერთადერთი გონივრული რეაგირება ასეთ ვითარებაში და ვვარაუდობ, რომ არა უკანასკნელი, თუ ამერიკის მხრიდან განმარტება და ბოდიშის მოხდა არ მოჰყვება", - აცხადებს კოსაჩევი.


