Accentnews.ge
აშშ-ში რუსეთის ელჩი მოსკოვში გამოიძახეს

აშშ-ში რუსეთის ელჩი მოსკოვში გამოიძახეს

17/03/2021 19:34:49 მსოფლიო

აშშ-ში რუსეთის ელჩი მოსკოვში გამოიძახეს. როგორც რუსეთის საგარეო უწყებაში განაცხადეს, ანატოლი ანტონოვი დაიბარეს რათა „რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების ანალიზზე კონსულტაციები გაიმართოს.“

„აშშ-ში რუსეთის ელჩი მოწვეულია მოსკოვში კონსულტაციებზე, რათა გავაანალიზოთ სიტუაცია, რა გავაკეთოთ და საით ვიმოძრაოთ აშშ-სთან ურთიერთობების კონტექსტში“, – განაცხდა რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ.

შეგახსენებთ, რომ მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ტელეკომპანია „ეი-ბი-სი“-სთან ინტერვიუში რუსეთის პრეზიდენტს მკვლელი უწოდა და განაცხადა, რომ პუტინი საფასურს გადაიხდის აშშ-ის 2020 წლის არჩევნებში ჩარევისთვის.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S