Accentnews.ge
3 კვირის განმავლობაში სომხეთი რუსულ გაზს აზერბაიჯანის გავლით მიიღებს

3 კვირის განმავლობაში სომხეთი რუსულ გაზს აზერბაიჯანის გავლით მიიღებს

17/03/2021 15:34:35 მსოფლიო

"გაზპრომმა" და აზერბაიჯანულის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ გააფორმეს მოკლევადიანი ხელშეკრულება, რომელიც აზერბაიჯანის გავლით სომხეთისთვის რუსული გაზის ტრანსპორტირებას ეხება, – იუწყება რუსული მედია "გაზპრომ ექსპორტის" განცხადებაზე დაყრდნობით.

შეთანხმების მიხედვით, ამერიკავკასიის გაზსადენზე დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების პერიოდში, სომხეთი რუსული გაზით აზერბაიჯანის გავლით მომარაგდება.

"სამუშაოები შესაძლოა 3 კვირას გაგრძელდეს. მათი დასრულების შემდეგ გაზის მიწოდება კვლავ წინა მარშრუტით აღდგება - გაზსადენით, რომელიც რუსეთის და საქართველოს საზღვრის გასწვრივ მდებარეობს". - აცხადებს "გაზპრომ ექსპორტი".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S