Accentnews.ge
ტრამპმა ფაუჩის თხოვნა გაითვალისწინა

ტრამპმა ფაუჩის თხოვნა გაითვალისწინა

17/03/2021 06:41:22 მსოფლიო

აშშ–ის ექს–პრეზიდენტმა დონალდ ტრამპა ქვეყნის ინფექციური დაავადების ეროვნული ცენტრის დირექტორის ენტონი ფაუჩის თხოვნა გაითვალისწინა და საკუთარ მხარდამჭერებს კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ მოუწოდა.

"გულწრფელად ვამბობ, მე ვაქცინის გაკეთებას ვურჩევდი უამრავ იმ ადამიანს, რომელსაც არ სურს ვაქცინა გაიკეთოს, მათგან ბევრმა მე მომცა ხმა. ეს დიდებული ვაქცინაა, უსაფრთხოა და კარგად მუშაობსს",- მიმართა ტრამპმა მხარდამჭერებს.

დონალდ ტრამპი და მისი მეუღლე მელანია ტრამპი კორონავირუსზე მიმდინარე წლის იანვარში აიცრნენ.

აღსანიშნავია, რომ PBS NewsHour/NPR/Marist–ის სოციოლოგიური კვლევის შედეგების თანახმად, რესპუბლიკელი მამაკაცი ამომრჩევლების 49 –ს ვაქცინის გაკეთება არ სურს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S