Accentnews.ge
აშშ–ის დაზვერვა: "პუტინის ნებართვით რუსეთი ცდილობდა, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ბაიდენისთვის ზიანი მიეყენებინა"

აშშ–ის დაზვერვა: "პუტინის ნებართვით რუსეთი ცდილობდა, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ბაიდენისთვის ზიანი მიეყენებინა"

17/03/2021 05:41:18 მსოფლიო

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის სამსახურის განცხადებით, რუსეთი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენას ცდილობდა.

მისივე ცნობით, რუსეთის ხელისუფლება ცდილობდა, ზიანი მიეყენებინა პრეზიდენტობის კანდიდატ ჯო ბაიდენისთვის.

კერძოდ, პრეზიდენტ პუტინის ნებართვით, რუსეთის სამთავრობო ორგანიზაციებმა ჩაატარეს გავლენის ოპერაცია, რომლის მიზანი იყო ჯო ბაიდენის და დემოკრატიული პარტიის დისკრედიტაცია, დონალდ ტრამპის მხარდაჭერა, საარჩევნო პროცესისადმი საზოგადოების ნდობის შერყევა და სოციალურ-პოლიტიკური უთანხმოების გამწვავება. ამასთან, ეროვნული დაზვერვის სამსახურის თქმით, 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისგან განსხვავებით, რუსეთს არ გამოუყენებია კიბერ–შეტევები.

მისივე განცხადებით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების მიმართ ნდობის შესარყევად და საზოგადოებაში განხეთქილების ხელშესაწყობად გავლენის კამპანიას ატარებდა ირანიც.

ტელეკომპანია CNN სახელმწიფო დეპარტამენტში სამ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციამ, არჩევნებში ჩარევის გამო რუსეთს და ირანს ახალი სანქციები შესაძლოა, მომავალ კვირაში დაუწესოს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S