რუსეთში Covid-19-ის სამხრეთ აფრიკული შტამი დაფიქსირდა
16/03/2021 08:16:28 მსოფლიო
რუსეთში Covid-19-ის სამხრეთ აფრიკული შტამი დაფიქსირდა.
„აღმოჩენილია 28 შემთხვევა, რომლებიც დაკავშირებულია ბრიტანულ ვარიანტთან, ორი კი - სამხრეთ აფრიკულ ვარიანტთან,“- აღნიშნულია „როსპორტრებნადზორის“ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ქვეყანაში Covid-19-ის ბრაზილიური შტამი არ დაფიქსირებულა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, რუსეთში დადასტურდა კოვიდ–ინფიცირების 4 მილიონზე მეტი შემთხვევა, დაავადებამ 90 000–მდე ადამიანი იმსხვერპლა.


