მედია: ირანულ ხომალდზე ტერორისტული თავდასხმა მოხდა
12/03/2021 16:07:41 მსოფლიო
ხმელთაშუა ზღვაში ირანის საკონტეინერო ხომალდ „შაჰრეკორდზე“ ტერორისტული თავდასხმა მოხდა,– ამის შესახებ ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.
მედია წერს, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედების შემდეგ გემის კორპუსი დაზიანდა, თუმცა ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა: აფეთქების შედეგად გემზე ხანძარი გაჩნდა, რომელიც ეკიპაჟმა მალევე ჩააქრო.
ირანის ისლამური რესპუბლიკის საზღვაო კომპანიის პრესსპიკერის ალი ღიასიანის განცხადებით, საკონტეინერო ხომალდი ირანიდან ევროპის მიმართულებით გადაადგილდებოდა.


