Accentnews.ge
მდინარაძე – "ტვ პირველის" საქმეზე: "ნუ შევქმნით პანიკას იქ, სადაც არათუ საპანიკო, არამედ გასანერვიულებელიც კი არაფერია"

მდინარაძე – "ტვ პირველის" საქმეზე: "ნუ შევქმნით პანიკას იქ, სადაც არათუ საპანიკო, არამედ გასანერვიულებელიც კი არაფერია"

11/03/2021 16:44:54 პოლიტიკა, საზოგადოება

"ქართული ოცნების" ერთ–ერთი ლიდერის მამუკა მდინარაძის თქმით, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში არცერთ მედია საშუალებას არანაირი პრობლემა არ შეექმნება".

მისივე თქმით, არავინ აპირებს "ტვ პირველში" შესვლას.

"ძალიან გთხოვთ, ნუ მოვიგონებთ პრობლემებს და მერე ამ მოგონილ პრობლემებზე ნუ გავბრაზდებით და ნუ შევქმნით პანიკას იქ, სადაც არათუ საპანიკო, არამედ გასანერვიულებელიც კი არაფერია", – მიმართა მდინარაძემ ჟურნალისტებს.

რაც შეეხება, სასამართლოს განჩინებაში დათქმას, რომლის თანახმად, დასაშვებია საგამოძიებო მოქმედებების ჩამტარებელმა პირმა ან ორგანომ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისათვის წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, გამოიყენოს იძულების პროპორციული ზომა, მდინარაძე აცხადებს, რომ "მსგავსი თითქმის ყველა გადაწყვეტილების შაბლონში წერია".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S