ევროპის წამლის სააგენტომ „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინა დაამტკიცა
11/03/2021 14:40:46 მსოფლიო
ევროპის წამლის სააგენტომ „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინას ავტორიზაცია მისცა. „ჯონსონ ენდ ჯონსონი“ გახდა რიგით მეოთხე ვაქცინა, რომელსაც ევროკავშირის ტერიტორიაზე გამოიყენებენ.
„იანსენის“ ფარმაცევტული კომპანიის მიერ შემქნილი ვაქცინა სხვა დამტკიცებული ვაქცინებისგან იმით განსხვავდება, რომ აცრის მხოლოდ ერთი დოზაა საჭირო.
ევროკავშირს „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინის 400 მილიონი დოზა აქვს შეკვეთილი.
გლობალურმა კვლევებმა აჩვენა, რომ „კოვიდ-19“-ის სხვადასხვა შტამების პრევენციისთვის ვაქცინას 66-პროცენტიანი ეფექტურობა აქვს, მძიმე ინფექციების განვითარებისგან ადამიანების დასაცავად კი 85 პროცენტით ეფექტურია.


