Accentnews.ge
თურქეთში მოგზაურობისთვის ელექტრონული ანკეტის შევსება სავალდებულო იქნება

თურქეთში მოგზაურობისთვის ელექტრონული ანკეტის შევსება სავალდებულო იქნება

11/03/2021 13:49:49 მსოფლიო

თურქეთში მოგზაურობისთვის ელექტრონული ანკეტების შევსება სავალდებულო იქნება. შესაბამისი რეგულაცია 15 მარტიდან ამოქმედდება.

სპეციალური ფორმა, რომლის შევსებაც თურქეთში მოგზაურობის მსურველებს გამგზავრებამდე 72 საათით ადრე მოუწევთ, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ვებ–გვერდზეა განთავსებული. ანკეტაში მოგზაურის შესახებ რამდენიმე მონაცემი იქნება ასახული, მათ შორის სახელი, გვარი, პასპორტის და ტელეფონის ნომრები.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, თურქეთის საზღვრის კვეთამდე მესაზღვრეები გადაამოწმებენ, შევსებული აქვს თუ არა მგზავრს ანკეტა. თუ აღმოჩნდება, რომ ანკეტა არ არის შევსებული ან მოქალაქემ მცდარი ინფორმაცია მიუთითა, მაშინ მოგზაურს შესაძლოა, ადმინისტრაციული სანქციები დაეკისროს.

უწყების ცნობით, აღნიშნული ინფორმაცია საჭიროა, რადგან თუ მოგზაურს ან მასთან კონტაქტში მყოფ პირს კორონავირუსი დაუდასტურდება, შესაბამის პირთან დაკავშირება მოხდეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S