Accentnews.ge
რა ტიპის თანამშრომლობას გეგმავს "ტვ პირველი" პროკურატურასთან

რა ტიპის თანამშრომლობას გეგმავს "ტვ პირველი" პროკურატურასთან

11/03/2021 11:26:43 საზოგადოება

„ტვ პირველის“ ადვოკატი გიორგი მშვენიერაძე ამბობს, რომ მატარებლები, რომლებზეც შეიძლება ინახებოდეს სკანდალური ჩანაწერები, ტვ პირველში არ ინახება, შესაბამისად, ვერ გადასცემს პროკურატურას. ხოლო რომც ინახებოდეს, არ გადასცემს, რადგან პროკურატურის მხრიდან ეს უკანონო მოთხოვნაა.

ამასთან, მშვენიერაძე ამბობს, რომ „ტვ პირველი“ მზადაა, თავად ჩანაწერები გადასცეს საგამოძიებო ორგანოს, თუმცა მას მსგავსი მოთხოვნა არ დაუყენებია.

„სიტყვის და გამოხტვის თავისუფლება დაცულია როგორც კონსტიტუციით, ისე კანონმდებლობით. სახელმწიფო ორგაოებს არ აქვთ უფლება, ჟურნალისტს მოსთხოვონ წყაროს გამჟღავნება. ეს თავის თავში მოიცავს ნებისმერი სახის ინფორმაციის გადაცემისგან თავშეკავებას, რომელმაც შეიძლება ინფორმაციის წყაროს იდენტიფიცირება გამოიწვიოს.

ეს გარანტიები კარგად არის ასახული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50–ე მუხლში: არ შეილება, ჟურნალისტი მისი ნების საწინააღმდეგოდ მოწმედ იქნეს დაკითხული იმ საქმესთან დაკავირებით, რაც დაკავშირებულია კონფიდენციალური წყაროდან ინფორმაციის მიღებასთან, ან მას მოეთხოვოს რაიმე საგნის, დოკუმენტის, მტკიცებულების გადაცემა საგამოძიებო ორგანოსათვს, რომელიც მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება. ამის საპირისპიროდ ვნახეთ, რომ პროკურატურამ მოითხოვა არა აუდიო ჩანაწერი, რომელზეც შესალოა, ექსპერტიზა ჩატარდეს, არამედ მოითხოვა მატარებელი. ეს ემთხვევა ტენდენციას, რის შესახებაც გამოძიებაა დაწყებული: გამოძიება დაწყებულია ჩანაწერის მოპოვების და გავრცელების ფაქტზე. ამიტომ ითხოვენ არა აუდიო ფაილს, რომელსაც სიამოვნებით გადასცემდა „ტვ პირველი“ პროკურატურას და ამის მზაობას ახლაც გამოვხატავთ, არამედ მატარებელს, რაზეც ისაა ჩაწერილი. აქ ორი საკითხია: ეს მატარებელი "ტვ პირველში" არ ინახება და ვერ გადასცემს და კიდეც რომ ინახებოდეს, არ გადასცემდა, რადგან ეს პროკურატურის მხრიდან უკანონო მოთხოვნაა“.

ამასთან, მშვენიერაძე მოსამართლის განჩინებაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ მოსამართლემ ის ფორმალურადაც არ მოიყვანა კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში:

„ამ ფონზე არაპროფესიონალურად გამოიყრება მოსამართლის მიერ ამოღების განჩინებაში ჩაწრილი ტექსტი, რომ პრკურატურას შეუძლია პროპორციული ძალიხს გამოყენება. ამასთან, კანონი მოითხოვს, სასამართლომ განჩინებაში მიუთითოს, სად ტარდება ამოღება. განჩინებაში ეს არაა მითითებული. სამწუხაროა, რომ მოსამართლე, რომელიც ამ განჩინებას აწერს ხელს, მინიმალურადაც არ იცნობს კანონის მოთხოვნებს, რომ ფორმალურად ჰქონოდა შესაბამისობაში. მოსამართლე ლაშა კლდიაშვილს რომ არ ესმის, რომ მედიიდან მსგავსი ინფორმაციის იძულებით ამოღება არ შეიძლება, ეს კატარსტროფაა.ეს მოსამართლე რამდენიმე თვის დანიშნულია სასამართლოში. მანამდე ის შსს– ში იკავებდა სხვადასხვა თანამდებობას“.

ადვოკატი ამბობს, რომ განჩინება ადგილობრივ დონეზე გასაჩვრდება, ამასთან მედიასაშუალებამ შესაძლოა, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართოს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S