Accentnews.ge
ინდონეზიაში სკოლის ავტობუსი გადაიჩეხა, დაღუპულია 27 ადამიანი

ინდონეზიაში სკოლის ავტობუსი გადაიჩეხა, დაღუპულია 27 ადამიანი

11/03/2021 08:22:23 მსოფლიო

ინდონეზიაში, დასავლეთ ჯავის პროვინციაში, ავტობუსი, რომელსაც სკოლის მოსწავლეები და მათი მშობლები გადაჰყავდა, ხევში გადავრდა. ავარიამ 27 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა ,- იუწყება Reuters ქვეყნის ტრანსპორტის სამინისტროზე დაყრდნობით.

ინფორმაციის თანახმად, ავტობუსში საშუალო სკოლის მოსწავლეები და მათი მშობლები იმყოფებოდნენ.

39 ადამიანი გადარჩა. მაშველებმა ისინი საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი ცნობილი არ არის, თუმცა, წინასწარი ინფორმაციით, ავტობუსი ტექნიკურად გაუმართავი იყო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S