Accentnews.ge
აშშ-ის სენატმა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე მერიკ გარლანდი დაამტკიცა

აშშ-ის სენატმა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე მერიკ გარლანდი დაამტკიცა

11/03/2021 05:58:04 მსოფლიო

აშშ-ის სენატმა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე მერიკ გარლანდის კანდიდატურის დამტკიცებას მხარი დაუჭირა.

გარლანდის კანდიდატურის სასარგებლოდ ხმა 70-მა სენატორმა მისცა, 30 კი წინააღმდეგი წავიდა. აღსანიშნავია, რომ მომხრეებს შორის 20 რესპუბლიკელი სენატორიც იყო.

სენატის უმრავლესობის ლიდერის ჩაკ შუმერის განცხადებით, გარლანდი ”აცნობიერებს, რომ მთავარი პროკურორის საქმე კანონის უზენაესობის დაცვაა, განსხვავებით პრეზიდენტ ტრამპის მმართველობის დროინდელი გენერალური პროკურორებისგან, რომლებიც ხშირად თაყვანს სცემდნენ კანონის უზენაესობის წინააღმდეგ მიმართულ მის ახირებასა და სურვილს“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S