ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსული ვაქცინის გამო ჯანდაცვის მინისტრის განთავისუფლება მოითხოვა
10/03/2021 14:31:14 მსოფლიო
ჩეხეთის პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა მთავრობის მეთაურს მოთხოვა, გაათავისუფლოს თანამდებობიდან ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი იან ბლატნი რუსული ვაქცინის გამო. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი თვლის, რომ ქვეყანა ევროკავშირში რუსული ვაქცინის რეგისტრირებას უნდა დაელოდოს. ანალოგიური მოსაზრება ჰქონდა პრეზიდენტსაც, თუმცა მან პოზიცია შეცვალა და აცხადებს, რომ ვაქცინა შეიძლება, დაშვებული იქნეს ჩეხეთის ბაზარზე.
პრეზიდენტის აზრით, ქვეყნის ბაზარზე რაც შეიძლება მალე უნდა დაუშვან რუსული და ჩინური წარმოების ვაქცინები, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოქალაქეების სიკვდილისთვის მინისტრს და მის დაქვემდებარებაში არსებულ უწყებას დაეკისრება პასუხისმგებლობა.
ჩეხეთი კორონავირუსის ახალი ტიპის პანდემიით ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებულ ქვეყანაა, სადაც მილიონ 340 ათასს ადამიანს შეეყარა ინფექცია. კოვიდ-19-თან დაკავშირებით გარდაცვლილთა რიცხვი 22 ათასს გასცდა. ჯანდაცვის სისტემას უჭირს გაუმკლავდეს პაციენტების მოზღვავებულ რაოდენობას.


