„როსკომნადზორმა” რუსეთში „ტვიტერის“ გამოყენება შეზღუდა
10/03/2021 08:06:39 მსოფლიო
რუსეთის კომუნიკაციების მარეგულირებელმა უწყებამ „როსკომნადზორმა“ ქვეყანაში სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ მომსახურების სიჩქარე შეანელა.
მიზეზად "ტვიტერისთვის“ მიმართვის მიუხედავად, კომპანიის მიერ აკრძალული კონტენტის პლატფორმიდან არწაშლა სახელდება.
„რუსეთის მოქალაქეების უფლებების დაცვის მიზნით და იმისთვის, რომ ინტერნეტ – სერვისი ვაიძულოთ, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე კანონმდებლობა დაიცვას, 2021 წლის 10 მარტიდან „ტვიტერთან“ დაკავშირებით მიღებულია ცენტრალიზებული რეაგირების ზომები, კერძოდ, რეგლამენტის თანახმად ნელდება მომსახურების სიჩქარე. შენელება განხორციელდება 100%-ით მობილური მოწყობილობებზე და 50% -ით სტაციონარული მოწყობილობებზე", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


