Accentnews.ge
გერმანიას სურს, ჩინეთისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციები აშშ–სთან ერთად დააწესოს

გერმანიას სურს, ჩინეთისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციები აშშ–სთან ერთად დააწესოს

10/03/2021 06:31:45 მსოფლიო

გერმანიას სურს, ჩინეთისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციები აშშ–სთან ერთად დააწესოს, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰეიკო მაასმა განაცხადა.

"ვიმედოვნებ, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მმართველობის დროს შეერთებულ შტატებთან ჩვენი ურთიერთობები გაუმჯობესდება, რაც სავარაუდოდ, შესაძლებელს გახდის, რომ გერმანიამ და აშშ–მა ჩინეთისა და რუსეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებებისა და სხვა დარღვევების გამო სანქციები ერთობლივად დავაწესოთ", – განაცხადა მაასმა.

მინისტრის თქმით, ტრანსატლანტიკურმა პარტნიორებმა უნდა იმოქმედონ საერთო ინტერესებისა და ღირებულებების დასაცავად.

”იმედი მაქვს, რომ შევძლებთ დავუბრუნდეთ საერთო ტრანსატლანტიკურ პოზიციას სანქციებთან დაკავშირებით, რაც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში [ პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მმართველობის დროს] შეუძლებელი იყო”, - დასძინა მაასმა.

შეგახსენებთ, რომ ტრამპმა გერმანია არაერთხელ გააკრიტიკა NATO-ს სტანდარტებით გათვალისწინებული თავდაცვის ხარჯების ვალდებულების შეუსრულებლობის, ასევე "ჩრდილოეთ ნაკადი 2"–ის საკითხის გამო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S