Accentnews.ge
ჯანმო: "ყოველი მესამე ქალი ფიზიკური ან სექსუალური ძალადობის მსხვერპლია"

ჯანმო: "ყოველი მესამე ქალი ფიზიკური ან სექსუალური ძალადობის მსხვერპლია"

09/03/2021 17:30:18 მსოფლიო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში ყოველი მესამე ქალი ცხოვრების განმავლობაში ფიზიკური ან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ხდება და ეს მდგომარეობა განსაკუთრებით დამძიმდა პანდემიის განმავლობაში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს მთავრობებს, ყველაფერი გააკეთონ ქალთა ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად, ასევე ეკონომიკური უთანასწორობის აღმოსაფხვრელად, რაც ხშირ შემთხვევაში ქალებს ძალადობრივ ურთიერთობებში დარჩენისკენ უბიძგებს.

ორგანიზაციის კვლევის მონაცემებით, 15-დან 50 წლამდე ქალების ასაკობრივ ჯგუფში 31%, ანუ 852 მილიონი ქალი ცხოვრების განმავლობაში ფიზიკური ან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გამხდარა. კვლევაში გაანალიზებულია 2000-დან 2018 წლამდე პერიოდში არსებული გამოკითხვები და ქვეყნების მონაცემები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S