Accentnews.ge
ჩინეთმა ე.წ. კოვიდ–პასპორტების გაცემა დაიწყო

ჩინეთმა ე.წ. კოვიდ–პასპორტების გაცემა დაიწყო

09/03/2021 12:57:38 მსოფლიო

ჩინეთმა ე.წ. კოვიდ–პასპორტების გაცემა დაიწყო. ქვეყანა მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სერთიფიკატებს გასცემს, სადაც ასახულია ინფორმაცია პირის ვაქცინაციის და კორონავირუსის ტესტის პასუხის შესახებ.

სერთიფიკატის აღება მოქალაქეებისთვის ნებაყოფლობითია და ის მსოფლიოში პირველ „კოვიდ–პასპორტად“ მიიჩნევა.

მსგავსი ზომების მიღებას განიხილავენ აშშ-სა და დიდ ბრიტანეთშიც. ევროკავშირი კი ვაქცინაციის „მწვანე პასპორტზე“ მუშაობს, რომელიც მოქალაქეებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის და საზღვარგარეთ მოგზაურობის შესაძლებლობას მისცემს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S