Accentnews.ge
რუსეთის ხელისუფლება მსხვილ სოციალურ მედიაპლატფორმებს უჩივის

რუსეთის ხელისუფლება მსხვილ სოციალურ მედიაპლატფორმებს უჩივის

09/03/2021 11:36:57 მსოფლიო

რუსეთის ხელისუფლება მსხვილ სოციალურ მედიაპლატფორმებს უჩივის.

როგორც სააგენტო „ტასი“ წერს, ამის მიზეზია იმ ინფორმაციის წაშლაზე უარი, რომელიც სააგენტოს ცნობით, მოზარდებისადმი არასანქცირებულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობის მოწოდებებს შეიცავს.

საუბარია რუსეთის ქალაქებში გამართულ, ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ აქციებზე.

სასამართლოში ასევე შესულია საჩივრები „გუგლის“, „ტიკ-ტოკისა“ და „ტელეგრამის“ წინააღმდეგ.

საქმის განხილვა სასამართლოში 2 აპრილს არის ჩანიშნული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S