Accentnews.ge
ნორვეგიამ ძრავების ქარხნის რუსული კომპანიისთვის მიყიდვა შეაჩერა

ნორვეგიამ ძრავების ქარხნის რუსული კომპანიისთვის მიყიდვა შეაჩერა

09/03/2021 11:25:14 მსოფლიო

ნორვეგიის მთავრობამ ძრავების მწარმოებელი ქარხნის რუსული კომპანიისთვის მიყიდვა შეაჩერა. შეთანხმებას სახელმწიფო უშიშროების კონტრდაზვერვის განყოფილება სწავლობს, იუწყება Reuters ნორვეგიის იუსტიციის სამინისტროზე დაყრდნობით.

ქარხანა Bergen Engines ბრიტანული Rolls-Royce-ის საკუთრებაა. ის აწარმოებს დიზელის და გაზის დგუშის ძრავებს. თებერვლის დასაწყისში ინგლისურმა კომპანიამ განაცხადა, რომ ქარხნის რუსეთის „ტრანსამშჰოლდინგისთვის“ მიყიდვას დაახლოებით, 150 მილიონ ევროდ გეგმავდა. თავის მხრივ რუსული კომპანია იტყობინებოდა, რომ ამ შესყიდვის გზით გეგმავს, გააფართოოს თავისი ყოფნა მოშორებული რეგიონების მიკროელექტროსადგურების ბაზარზე. თუმცა, ნორვეგიაში შიშობენ, რომ ქარხანას სამხედო-სამრეწველო კომპლექსი გამოიყენებს.

Bergen Engines-ის ძრავებს საზღვაო ხომალდებისთვის იყენებს ნორვეგიის სამხედრო-საზღვაო ფლოტი. ამ კომპანიის მიერ წარმოებული ძრავებით მოძრაობს ნორვეგიის საპატრულო ხომალდები, მზვერავი გემები. დაგეგმილია ამ ძრავებით თავდაცვის სამინისტროს მშენებარე, ყინულმჭრელი გემების აღჭურვა.

გემების ძრავები ერთ-ერთი ყველაზე რთული სფეროა რუსეთის გემთმშენებლობაში. თავდაცვის სამინისტროს გემთმშენებლობის განვითარების სტრატეგიის პროექტის თანახმად, ხომალდების ძრავების თემა „განსაკუთრებით კრიტიკულია“.2014 წლამდე რუსეთი მათ უდიდეს ნაწილს ყიდულობდა უკრაინისა და ნატოს წევრი ქვეყნებისგან, მაგრამ დაწესებული სანქციების გამო ეს შეუძლებელი გახდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S