კვლევა - Pfizer/BioNTech-ის ვაქცინას Covid-19-ის ბრაზილიური შტამის განეიტრალება შეუძლია
09/03/2021 05:53:04 მსოფლიო
Pfizer/BioNTech-ის ვაქცინას Covid-19-ის ბრაზილიური შტამის განეიტრალება შეუძლია, – ამის შესახებ ნათქვამია ამერიკელი მეცნიერების კვლევაში, რომელსაც სამედიცინო ჟურნალი The New England Journal of Medicine (NEJM) აქვეყნებს.
კვლევაში, რომელიც ტეხასის უნივერსიტეტის სამედიცინო ფილიალმა ჩაატარა, აღნიშნულია, რომ ვაქცინირებული ადამიანების სისხლში ვაქცინამ ვირუსის ხელოვნურად შექმნილი ვერსია გაანეიტრალა.
მანამდე გამოქვეყნებულ კვლევებში აღნიშნულია, რომ Pfizer-ის ვაქცინამ კორონავირუსის ე.წ. „ბრიტანული“ და „სამხრეთ აფრიკული“ ვარიანტებიც გაანეიტრალა, თუმცა მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ „სამხრეთ აფრიკულმა“ ვარიანტმა შესაძლოა, ვაქცინაციის შედეგად წარმოქმნილი დამცავი ანტისხეულების რაოდენობა შეამციროს.


