EBA გლობალური კიბერთავდასხმის შესახებ იუწყება
08/03/2021 20:19:36 მსოფლიო
ევროპის საბანკო ადმინისტრაცია (EBA) აცხადებს, რომ მის საფოსტო სერვერ Microsoft Exchange-ს საფრთხე დაემუქრა გლობალური კიბერთავდასხმის შედეგად.
„EBA მიმართავს უსაფრთხოების დამატებით ზომებს და გულმოდგინე მონიტორინგს ატარებს თავისი საფოსტო სერვერების სრული ფუნქციონირების აღდგენისათვის. ამ დროისათვის EBA-ს საფოსტო ინფრასტრუქტურა დაცულია, ჩვენი ანალიზი ცხადყოფს, რომ მონაცემთა გატანა არ მომხდარა და არ არსებობს იმის ნიშანი, რომ ზიანი გასცდა ჩვენი საფოსტო სერვერების საზღვრებს“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
Microsoft-მა განაცხადა, რომ კიბერთავდასხმის დროს გამოიყენეს Exchange-ის ელქტრონული ფოსტის სისტემურ დაუცველობას ან იყენებდნენ მოპარულ პაროლებს, რათა ისე წარმოჩენილიყო, რომ მავანს ჰქონდა სისტემაზე წვდომა.შემდეგ ჰაკერები დისტანციურად უქვემდებარებდნენ თავიანთ კონტროლს სერვერებს და ქსელიდან მონაცემებს იპარავდნენ.
ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია მიიჩნევს, რომ ჰაკერული თავდასხმის უკან დგას Hafnium - ჩინეთის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული თავდამსხმელთა ჯგუფი. პეკინი კიბერთავდასხმაში მონაწილეობას უარყოფს.


