Accentnews.ge
EMA ევროკავშირის ქვეყნებს რუსული ვაქცინის შესახებ აფრთხილებს

EMA ევროკავშირის ქვეყნებს რუსული ვაქცინის შესახებ აფრთხილებს

08/03/2021 17:49:07 მსოფლიო

ევროკავშირის სამკურნალო საშუალებათა სააგენტოს (EMA) წარმომადგენელმა გააფრთხილა ევროკავშირის წევრი ქვეყნები, თავი შეიკავონ რუსეთის მიერ შემუშავებულ COVID-19-ის საწინააღმდეგო Sputnik V-ისათვის ნაციონალური ნებართვის გაცემისგან, ვიდრე სააგენტო პრეპარატის უსაფრთხოების შეფასებას არ დაასრულებს.

„მონაცემები მოგვდის რუსი მწარმოებლებისგან და, რა თქმა უნდა, მოხდება მათი შესწავლა ხარისხის, უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის ევროპული სტანდარტების შესაბამისად. როდესაც ყვალაფერი იქნება დადასტურებული, მაშინ პრეპარატის დაშვებული გახდება ევროკაცშირში“, - განცხადა EMA-ამ მართვის საბჭოს თავმჯდომარემ კრისტა ვირტჰამერ-გოშმა.

EMA–მ 4 მარტს განცხადა, რომ დაიწყო კორონავირუსის საწინააღდეგო ვაქცინა „სპუტნიკ V“-ის „მცოცავი“ შესწავლა, რაც მთავარი ეტაპია იმისათვის, რომ დამტკიცდეს პრეპარატის გამოყენება ევროკავშირის 27-ივე ქვეყანში.

ევროპის მარეგულირებელმა უკვე დაამტკიცა Pfizer/BioNTech-ის, Moderna-სა და AstraZeneca /Oxford-ის ვაქცინები და, როგორც მოელიან, თავის დასკვნას დადებს მომავალ კვირაში Johnson & Johnson-ის ვაქცინაზე. ასევე შესწავლის კანდიდატები არიან CureVac და Novavax.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S