Accentnews.ge
ბლინკენი: "აშშ-ისა და NATO-ს ჯარების გასვლის შემდეგ „თალიბანმა“ ავღანეთში შესაძლოა, სამხედრო წარმატებას სწრაფად მიაღწიოს"

ბლინკენი: "აშშ-ისა და NATO-ს ჯარების გასვლის შემდეგ „თალიბანმა“ ავღანეთში შესაძლოა, სამხედრო წარმატებას სწრაფად მიაღწიოს"

08/03/2021 10:57:41 მსოფლიო

"აშშ-ისა და NATO-ს ჯარების გასვლის შემდეგ „თალიბანმა“ ავღანეთში შესაძლოა, სამხედრო წარმატებას სწრაფად მიაღწიოს", – ამის შესახებ ნათქვამია წერილში, რომელიც BBC-ს ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ავღანეთის პრეზიდენტ აშრაფ ღანის გაუგზავნა.

გამოცემის ინფორმაციით, წერილში ბლინკენი აღნიშნავს, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟმის მუდმივად შენარჩუნებისთვის უნდა წარიმართოს ახალი საერთაშორისო სამშვიდობო ძალისხმევა გაერო-ს ზედამხედველობით.

გასულ წელს ტრამპის ადმინისტრაციამ და „თალიბანთან“ სამშვიდობო შეთანხმება გააფორმა, რომლის თანახმად, 2021 წლის 1 მაისის შემდეგ ავღანეთი ამერიკელმა ჯარისკაცებმა უნდა დატოვონ. სანაცვლოდ კი, „თალიბანმა“ ეროვნულ დონეზე სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა გააგრძელოს და ადგილზე „ალ-ქაიდას“ მოქმედება არ უნდა დაუშვას.

BBC-ს ცნობით, როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი წერილში წერს, "დატოვებენ თუ არა ამერიკელი სამხედროები ავღანეთს, საბოლოო გადაწყვეტლება ჯერ–ჯერობით მიღებული არ არის".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S