მეგან მარკლი ბრიტანეთის სამეფო ოჯახს რასიზმში ადანაშაულებს: "მიმიყვანეს იმ წერტილამდე, რომ უბრალოდ სიცოცხლე აღარ მინდოდა"
08/03/2021 06:55:06 მსოფლიო
მეგან მარკლი ბრიტანეთის სამეფო ოჯახს რასიზმში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ თვითმკვლელობის ზღვარზე მიიყვანეს. ამის შესახებ პრინც ჰარის მეუღლემ ტელეკომპანია CBS-თან ინტერვიუში განაცხადა.
როგორც მეგან მარკლი ჰყვება, მის ვაჟს, არჩის, რომელიც ახლა უკვე ერთი წლისაა, უარი ეთქვა პრინცის წოდებაზე, რადგან სამეფო ოჯახში ბავშვის დაბადებისას არსებობდა შეშფოთება იმის შესახებ, თუ რამდენად მუქი შეიძლება, ყოფილიყო მისი კანის ფერი.
მისივე თქმით, თავისი მეუღლის ძმის ცოლმა ქეითმა ქორწილის წინ ატირა.
"მიმიყვანეს იმ წერტილამდე, რომ უბრალოდ სიცოცხლე აღარ მინდოდა. ეს იყო ძალიან მკაფიო, რეალური და საშიში მუდმივი აზრი", – განაცხადა მეგან მარკლიმ.
მისივე თქმით, დედოფალი ელიზაბეტი მას ყოველთვის კარგად ხვდება და როგორც წყვილმა აღნიშნა, ისინი დედოფალს დიდ პატივს სცემენ.


