Accentnews.ge
ჩეხეთი გერმანიას, შვეიცარიასა და პოლონეთს დახმარებას სთხოვს: "ჩვენს საავადმყოფოებს კოვიდ–იფიცირებული პაციენტების მიღება აღარ შეუძლიათ"

ჩეხეთი გერმანიას, შვეიცარიასა და პოლონეთს დახმარებას სთხოვს: "ჩვენს საავადმყოფოებს კოვიდ–იფიცირებული პაციენტების მიღება აღარ შეუძლიათ"

05/03/2021 19:19:35 მსოფლიო

ჩეხეთის განცხადებით, კოვიდ–ინფიცირებულთა მაღალი მიმართვიანობის გამო ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა გადატვირთულია. დღეს ჯანდაცვის სამინისტრომ მოქალაქეების ჰოსპიტალიზების თხოვნით გერმანიას, შვეიცარიასა და პოლონეთს მიმართა.

"ჩვენს საავადმყოფოებს კოვიდ–იფიცირებული პაციენტების მიღება აღარ შეუძლიათ", – აცხადბენე სამინისტროში.

მისივე ცნობით, დღეს დილის მონაცემებით, ჰოსპიტალიზებული იყო 8 153 კოვიდ–ინფიცირებული პაციენტი, მათ შორის 1 735 ადამიანი ინტენსიურ თერაპიას საჭიროებდა.

შეგახსენებთ, რომ უკანასკნელი მონაცემებით, ჩეხეთში დაავადებამ 21 325 ადამიანი იმსხვერპლა, გამოვლენილია კოვიდ–ინფიცირების 1 299 002 შემთხვევა. ჩეხეთში კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი Moderna–ს, Oxford/AstraZeneca–სა და Pfizer/BioNTech–ის ვაქცინების გამოყენებით მიმდინარეობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S