Accentnews.ge
იტალია რამდენიმე რეგიონში შეზღუდვებს ამკაცრებს

იტალია რამდენიმე რეგიონში შეზღუდვებს ამკაცრებს

05/03/2021 19:04:48 მსოფლიო

იტალიის კამპანიის რეგიონი დაემატება ბაზილიკატასა და მოლისეს, სადაც 8 მარტიდან პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები გამკაცრდება.

აღნიშნულ რეგიონებში გადაადგილება (აუცილებელი გამონაკლისების გარდა) მკაცრად შეიზღუდება, ხოლო ბარები, რესტორნები და სკოლები მაღაზიების უმეტესობასთან ერთად დაიკეტება.

”ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ვირუსი სწრაფად ვრცელდება. ყველაზე მეტად Covid-19-ის ბრიტანული შტამი ვრცელდება”, - განაცხადა ჯანდაცვის უმაღლესი ინსტიტუტის (ISS) ხელმძღვანელმა სილვიო ბრუსაფერომ.

ოფიციალური მონაცემებით, ბოლო 1 კვირის განმავლობაში იტალიაში კოვიდ–ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა გასულ კვირასთან შედარებით, 23%–ით გაიზარდა.

შეგახსენებთ, რომ უკანასკნელი მონაცემებით იტალიაში დაავადებამ 99 000–ზე მეტი ადამიანი იმსვერპლა, გამოვლენილია კოვიდ–ინფიცირების დაახლოებით 3 მლნ შემთხვევა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S