Accentnews.ge
აშშ–მა უკრაინელ ოლიგარქს სანქციები დაუწესა

აშშ–მა უკრაინელ ოლიგარქს სანქციები დაუწესა

05/03/2021 14:29:32 მსოფლიო

აშშ-მა უკრაინელ ოლიგარქს იგორ კოლომოისკის "კორუფციული და უკრაინაში კანონის უზენაესობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების" გამო სანქციები დაუწესა.

ამიერიდან, კოლომოისკის აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალება.

"დღეიდან უკრაინის ყოფილ ხელისუფალს იგორ კოლომოისკის უკრაინაში კანონის უზენაესობის წინააღმდეგ მიმართული კორუფციული ქმედებების გამო აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალება. ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ განაგრძობს უკრაინელ პარტნიორებთან ერთად კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას", - აცხადებს აშშ–ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S