მედია – გემზე მყოფი 200 აფრიკელი მიგრანტიდან 80–მდე ზღვაში გადაყარეს
05/03/2021 11:21:49 მსოფლიო
გემზე, რომელიც აღმოსავლეთ აფრიკის სახელმწიფო ჯიბუტიდან გამოვიდა, სულ მცირე, 200 აფრიკელი მიგრანტი იმყოფებოდა. ფრანგული მედიის ცნობით, . გამგზავრებიდან 30 წუთის შემდეგ არალეგალმა გადამყვანებმა 80–მდე მიგრანტს აიძულეს ზღვაში გადამხტარიყვნენ.
მისივე ინფორმაციით, ჯიბუტსა და იემენს შორის 20 მიგრანტი გაუჩინარდა ზღვაში. ნაპირამდე ცოცხლად მხოლოდ 60-მა გამოაღწია. გადარჩენილებს ჯიბუტის საპორტო ქალაქ ობოკში დახმარება მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ აღმოუჩინა.
არალეგალ გადამზიდავებს საკუთარი ქვეყნებიდან გაქცევის მსურველი მიგრანტები გარკვეული თანხის სანაცვლოდ, ჯიბუტის რესპუბლიკასა და იემენს შორის მდებარე ბაბ-ელ-მანდების სრუტით ხშირად გადაჰყავთ.
როგორც მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია აღნიშნავს, ეს ბოლო 6 თვის განმავლობაში მესამე ტრაგიკული ინციდენტია: გასული წლის ოქტომბერში მსგავს სიტუაციაში 8 ეთიოპიელი მიგრანტი დაიღუპა, 20 კი უგზოუკვლოდ დაიკარგა.


