მოლდოვამ "კოვაქსისგან" “ასტრაზენეკას” ვაქცინის დოზები მიიღო
05/03/2021 08:33:32 მსოფლიო
მოლდოვამ "კოვაქსის" პლატფორმის ფარგლებში “ასტრაზენეკას” ვაქცინის დოზები მიიღო.
როგორც ქვეყნის პრეზიდენტი მაია სანდუ სოციალურ ქსელში წერს, კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის 14 400 დოზა უკვე ქვეყანაშია.
"მადლიერნი ვართ ყველა სახელმწიფოსა და ორგანიზაციის, რომლებიც ფინანსურდ ეხმარებიან ამ გლობალურ პლატფორმას – გერმანია და სხვა ევროკავშირის წევრი ქვეყნები, აშშ, დიდ ბრიტანეთი, კანადა, იაპონია და სხვები. მადლობა მათ გამოჩენილი სოლიდარობისთვის. მადლობა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას და UNICEF გამოჩენილი ძალისხმევისთვის, რათა ვაქცინები თანაბრად განაწილებულიყო", – წერს მაია სანდუ.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2020 წლის დეკემბრიდან მიმდინარეობს. საქართველოს ვაქცინის პირველი დოზები თებერვლის ბოლოს უნდა მიეღო, თუმცა აღნიშნული დღემდე არ განხორციელებულა. კონკრეტული რიცხვი როდიდან დაიწყება ქვეყანაში ვაქცინაცია ჯერ–ჯერობით უცნობია.


