ალიევმა „ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის“ წევრ ქვეყნებს ახალი სატრანსპორტო დერეფნის გამოყენება შესთავაზა
05/03/2021 08:58:40 მსოფლიო
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა „ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის“ წევრ ქვეყნებს ზანგეზურის დერეფნის გამოყენება შესთავაზა.
"ახალი სატრანსპორტო დერეფანი გაივლის აზერბაიჯანის ისტორიულ ტერიტორიას – ზანგეზურს და დააკავშირებს აზერბაიჯანის მთავარ ნაწილს ჩვენი ქვეყნის განუყოფელ ნაწილთან – ნახიჭევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან და თურქეთთან. აღნიშნული დერეფანი რეგიონში, ტრანსპორტის სექტორში ახალ შესაძლებლობებს ქმნის. ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებს ვიწვევთ, გამოიყენონ ზანგეზურის დერეფანი“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.
ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია არის აზიის პოლიტიკური და ეკონომიკური მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელიც თეირანში ირანის, პაკისტანისა და თურქეთის ლიდერების მიერ 1985 წელს დაარსდა. ორგანიზაციის წევრები არიან: ავღანეთი, აზერბაიჯანი, ირანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, პაკისტანი, ტაჯიკეთი, თურქეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი.


