სან-დიეგოს ზოოპარკში მაიმუნები კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინით აცრეს
05/03/2021 07:51:06 მსოფლიო
სან-დიეგოს ზოოპარკში რამდენიმე დიდ პრიმატს კორონავირუსის ექსპერიმენტული ვაქცინა გაუკეთეს. ვეტერინალურ-ფარმაცევტული ფირმა Zoetis-ის ვაქცინის ორი დოზა 4 ორანგუტანგს და 5 ბონობოს გაუკეთეს, – იუწყება BBC.
ზოოპარკმა პრიმატების აცრის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც იქ გორილებს შორის კორონავირუსის აფეთქება მოხდა.
სან-დიეგოს ზოოპარკი აცხადებს, რომ აცრილ პრიმატებს შორის არც ერთს არანაირი უარყოფითი რეაქცია არ ჰქონიათ და მათ მალევე ჩაუტარდებათ ანტისხეულების შემოწმება, რათა გარიკევს რამდენად ეფექტური იყო ვაქცინა.


