თურქულმა სამხედრო ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა, დაიღუპა ათი სამხედრო
04/03/2021 18:46:26 მსოფლიო
თურქეთის აღმოსავლეთით სამხედრო ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა. ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა ათი და დაშავდა ოთხი სამხედრო,- იუწყება თურქული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.
ვერტმფრენის კატასტროფის ადგილზე სამძებრო სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.
თურქული მედიის ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრი, გენერალური შტაბის ხელმძღვანელთან ერთად უკვე გაემგზავრა კატასტროფის ადგილზე.
ავიაკატასტროფის მიზეზი ჯერ უცნობია.


