კრივი პარკინსონის წინააღმდეგ – როგორ იბრძვის 75 წლის ქალი ჯანმრთელობისთვის
04/03/2021 12:53:58 მსოფლიო
75 წლის ბელგიელმა ქალმა, რომელსაც 6 წლის წინ პარკინსონის დიაგნოზი დაუსვეს, კრივის ხელთათმანები მოირგო და გადაწყვიტა, რომ დაავადების წინააღმდეგ სპორტის ამ სახეობის მეშვეობით ებრძოლა.
ნენსი ვან დერ სტრაქტენი, რომელიც თურქეთში, ანტალიაში ცხოვრობს, სპორტდარბაზს კვირაში სამჯერ სტუმრობს და უკონტაქტო კრივში ვარჯიშობს.
”ეს არ აჩერებს თქვენს პარკინსონს. იგი არასდროს ჩერდება, თუმცა შენ შეგიძლია, შეანელო ის. მაგალითად, მე გაცილებით უფრო გამიადვილდა საშინაო საქმეების შესრულება, მას შემდეგ რაც უკონტაქტო კრივში ვვარჯიშობ. ერთხელ ჩემმა ექიმმა მითხრა, შენთვის უმოძრაოდ ყოფნა არ შეიძლებაო, იმოძრავე და იმოძრავეო. სწორედ ესაა ჩემი რჩევა ყველასთვის. დაიწყეთ სპორტული ცხოვრება, იქნება ეს კრივი თუ სპორტის სხვა სახეობა, მთავარია, იმოძრაოთ"– აცხადებს ვან დერ სტრაქტენი.
როგორც სტამბულის მედიკანას საავადმყოფოს ნევროლოგმა გეისუ კარლიკაიამ განაცხადა, "კვლევებმა აჩვენა, რომ უკონტაქტო კრივი კარგია ტვინისთვის, ამიტომ კარგია პარკინსონის დაავადებისთვის".
"განკურნება პარკინსონის დაავადება? ალბათ, არა იმიტომ, რომ ეს არის ნერვული სისტემის დეგენერაციული აშლილობა... თუმცა უკონტაქტო კრივი პაციენტების ჯანმრთელობას აუმჯობესებს", – დასძინა კარლიკაიამ.
სადღეისოდ პარკინსონი მსოფლიოში მილიონობით ადამიანს აწუხებს. დაავადება რიგ შემთხვევაში კანკალს, რიგ შემთხვევაში კი შებოჭილობას (კუნთების რიგიდულობა) იწვევს. იგი ასე იწვევს სიარულისა და მეტყველების პრობლემებს.


