ბოლივიაში, უნივერსიტეტის შენობის აივნის ნგრევას 7 სტუდენტი ემსვერპლა (ვიდეო)
04/03/2021 12:07:15 მსოფლიო
ბოლივიაში, უნივერსიტეტის შენობის აივნის მოაჯირის ნგრევას 7 სტუდენტი ემსვერპლა, ათეულობით მათგანი კი დაშავდა. შემთხვევა ელ ალტოს საზოგადოებრივი უნივერსიტეტის ერთ–ერთ კამპუსში მაშინ, მოხდა როდესაც სტუდენტები აივანზე იყვნენ და სალექციო დარბაზში შესვლას ცდილობდნენ.
ინციდენტის შედეგად, სტუდენტების ნაწილი შენობის მეოთხე სართულიდან გადმოვარდა. როგორც ექიმები აცხადებენ, გარდაცვლილთა გადარჩენა მრავლობითი დაზიანებების გამო ვერ მოხერხდა.
მომხდართან დაკავშირებით შსს–მ გამოძიება დაიწყო.
"ჩვენ ვწუხვართ მომხდარი ტრაგედიის გამო, ვუსამძიმრებთ დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს. ველით მომხდარის სრულფასოვნად გამოძიებას", – განაცხადა ბოლივიის პრეზიდენტმა ლუის არჩემ .


