Accentnews.ge
ვირუსის ახალმა შტამმა ბრაზილიაში სიკვდილიანობის ზრდა გამოიწვია

ვირუსის ახალმა შტამმა ბრაზილიაში სიკვდილიანობის ზრდა გამოიწვია

04/03/2021 10:51:48 მსოფლიო

3 მარტს ბრაზილიაში კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ვირუსულმა შტამის გამო, რომელიც ქვეყანაში ვრცელდება, უდიდეს შტატ სან-პაულუში ნაწილობრივი კარანტინი დაწესდა.

ბრაზილიაში ბოლო 24 საათში ვირუსის გამო დაიღუპა 1910 ადამიანი, რის შედეგად სულ, დახოცილთა რაპდენობამ 260 ათასს მიაღწია, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მსოფლიოში აშშ-ის შემდეგ.

სან-პაულუს შტატი, სადაც 44 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ბოლო შტატია, რომელმაც შემოიღო კარანტინი ე.წ. ბრაზილიური შტამის გამო, რომელსაც ასევე უწოდებენ P1-ს.

განსხვავებული ვითარებაა ჩრდილოეთ ამერიკაში, სადაც ინფიცირებულთა რიცხვი მაღალი რჩება, მაგრამ იანვრის შემდეგ იკლებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S