Accentnews.ge
მერკელი: „წლევანდელი გაზაფხული შარშანდელისგან განსხვავებული იქნება“

მერკელი: „წლევანდელი გაზაფხული შარშანდელისგან განსხვავებული იქნება“

04/03/2021 09:53:33 მსოფლიო

წლევანდელი გაზაფხული შარშანდელისგან განსხვავებული იქნება, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ფედერალური მიწების ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ანგელა მერკელმა ფრთხილი ოპტიმიზმი გამოთქვა და შეზღუდვების შემსუბუქება დაანონსა.

„2021 წლის გაზაფხული, წინა წლის გაზაფხულისგან განსხვავებული იქნება. რაც ერთად გამოვიარეთ, მძიმე, მაგრამ ეფექტიანი იყო. შევძელით, ინტენსიური თერაპიის განყოფილებებზე ზეწოლა თავიდან აგვეცილებინა“, – განაცხადა მერკელმა.

შეგახსენებთ, გერმანიის მთავრობამ კარანტინი 28 მარტამდე გაახანგრძლივა, თუმცა ამ დროის განმავლობაში, არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, შეზღუდვები მაინც შემსუბუქდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S