ესტონეთისა და ლიეტუვის პრეზიდენტებმა საქართველოში განვითარებული მოვლენები განიხილეს
04/03/2021 05:57:55 მსოფლიო
ესტონეთისა და ლიეტუვის პრეზიდენტებმა „აღმოსავლეთ პარტნიორობაზე“ საუბრის ფარგლებში საქართველოში განვითარებული მოვლენები განიხილეს. ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი სოციალურ ქსელში წერს.
„აღმოსავლეთ პარტნიორობა" არის საკითხი, სადაც ჩვენს ქვეყნებს მორალური ვალდებულებები აქვთ. განვიხილეთ ბელარუსი ხალხის მომავლის პერსპექტივები, ბოლო დროს საქართველოსა და მოლდოვაში განვითარებული მოვლენები და რეფორმების პროცესი უკრაინაში“, – წერს კალიულაიდი.


