Accentnews.ge
ლიეტუვამ ბელარუსს სვეტლანა ტიხანოვსკაიას გადაცემაზე უარი განუცხადა

ლიეტუვამ ბელარუსს სვეტლანა ტიხანოვსკაიას გადაცემაზე უარი განუცხადა

03/03/2021 15:54:40 მსოფლიო

ვილნიუსმა მინსკს ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატისა და ოპოზიციის ლიდერისსვეტლანა ტიხანოვსკაიას გადაცემაზე უარი განუცხადა.

"ლიეტუვა არ გადასცემს ადამიანებს, რომლებიც პოლიტიკურად იდევნებიან. მინსკში ამის შესახებ მშვენივრად იციან“ , - განაცხადეს ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს–სამსახურში.

ცნობისთვის: 2020 წლის 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომლის ოფიციალური შედეგებით მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ გაიმარჯვა, საპრეზიდენტო კანდიდატმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ლიეტუვას პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა. მის წინააღმდეგ ბელარუსში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ექსტრემისტული დაჯგუფების ფორმირებისა და ხელისუფლების მიტაცების მცდელობის მუხლებით.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S