Accentnews.ge
ბაიდენის თქმით, აშშ-ში ყველა ზრდასრული მოქალაქისთვის ვაქცინა დაგეგმილზე ადრე, ივლისის ნაცვლად, მაისში ექნებათ

ბაიდენის თქმით, აშშ-ში ყველა ზრდასრული მოქალაქისთვის ვაქცინა დაგეგმილზე ადრე, ივლისის ნაცვლად, მაისში ექნებათ

03/03/2021 08:17:35 მსოფლიო

აშშ–ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თქმით, ქვეყანაში ყველა ზრდასრული მოქალაქის აცრისთვის საჭირო კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინადა გეგმილზე ადრე, ივლისის ნაცვლად, მაისში ექნებათ .

"სამი კვირის უკან გამოვაცხადე, რომ ივლისის ბოლოსთვის ყველა ამერიკელისთვის საკმარისი ვაქცინის მარაგი გვექნებოდა. ახლა, ჩვენივე ძალისხმევით, გაგვეუმჯობესებინა წარმოების პროცესი, ყველა ამერიკელისთვის საკმარისი ვაქცინა მაისის ბოლოს გვექნება. ყველა შტატს მივმართავ, პრიორიტეტი მიანიჭონ საგანმანათლებლო სფეროში დასაქმებულთა ვაქცინაციას. ჩვენ გვსურს, ყველა მასწავლებელს, სკოლის პერსონალსა და ბავშვებზე მზუნველებს ამ თვის ბოლომდე პირველი დოზა ჰქონდეთ გაკეთებული", - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ცნობისთვის: აშშ–ს Covid-19–ით სიკვდილიანობისა და ინფიცირების კუთხით მსოფლიოში პირველი ადგილი უკავია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S