ჯანმო: "გასული კვირის განმავლობაში კოვიდ–ინფიცირების შემთხვევები 7%-ით გაიზარდა"
03/03/2021 06:00:12 მსოფლიო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, გასული კვირის განმავლობაში მსოფლიოში კორონავირუსის 2.6 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა, რაც, წინა კვირასთან შედარებით, 7%-ით მეტია.
ორგანიზაციის ცნობით, შემთხვევებმა მოიმატა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში (14%-ით), სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში (9%-ით), ევროპაში (9%-ით) და ამერიკაში (6%-ით).
ჯანმო-ს მონაცემებით, ინფიცირების ყველაზე მეტი რაოდენობა შემდეგ 5 ქვეყანაში დაფიქსირდა : აშშ-ში (472 904 ახალი შემთხვევა), ბრაზილიაში (373 954), საფრანგეთში (149 959), იტალიასა (112 029 ახალი შემთხვევა) და ინდოეთში (105 080 ახალი შემთხვევა).
რაც შეეხება ფატალურ შემთხვევებს, გასული კვირის განმავლობაში მსოფლიოში კორონავირუსით 63 000-მდე ადამიანი დაიღუპა, რაც წინა კვირასთან შედარებით, 6%-ით ნაკლებია.


