Accentnews.ge
მოსკოვი ვაშინგტონს საპასუხო ზომებით ემუქრება: "ცეცხლს ნუ ეთამაშებით"

მოსკოვი ვაშინგტონს საპასუხო ზომებით ემუქრება: "ცეცხლს ნუ ეთამაშებით"

03/03/2021 05:39:42 მსოფლიო

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის მიერ სანქციების დაწესებას "მტრულ ქმედებად" აფასებს და ვაშინგტონს საპასუხო რეაგირებით ემუქრება.

„აშშ-ის ადმინისტრაციამ მტრული, ანტირუსული თავდასხმა განახორციელა, როდესაც ევროკავშირთან ერთად,“მოსკოვის დასჯის“ მიზნით მორიგი სანქციები გამოაცხადა. ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამო სანქციების დაწესება მხოლოდ საბაბია, რომლითაც აშშ რუსეთის შიდა საქმეებში ერევა. ამასთან შეგუებას არ ვაპირებთ. რეაგირებას ნაცვალგების პრინციპზე დაყრდნობით მოვახდენთ. მტკიცედ დავიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს და ნებისმიერ აგრესიას მოვიგერიებთ. ჩვენ კოლეგებს მოვუწოდებთ, ცეცხლს ნუ ეთამაშებიან",- აცხადებენ უწყებაში.

ცნობისთვის: გუშინ ევროკავშირმა და აშშ-მა ერთმანეთთან კოორდინაციით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის მოწამლვის საქმესთან დაკავშირებით რუს მაღალჩინოსნებს და კომპანიებს სანქციები დაუწესეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S