Accentnews.ge
ავღანეთში სამი ჟურნალისტი ქალი მოკლეს

ავღანეთში სამი ჟურნალისტი ქალი მოკლეს

02/03/2021 19:24:51 მსოფლიო

ავღანეთში, ჯალალაბადში სამი ჟურნალისტი ქალი მოკლეს. მათი ასაკი 18-20 წელია. კიდევ ერთი დაჭრილი ქალი მძიმე მდგომარეობაშია და საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ირკვევა, რომ ჟურნალისტები ორ სხვადასხვა ლოკაციაზე, მაგრამ კოორდინირებული მკვლელობის სამიზნეები გახდნენ.

პოლიციის ცნობით, მათ უკვე დააკავეს ერთ-ერთი თავდამსხმელი, რომელიც აცხადებს, რომ ის მოძრაობა „თალიბანს“ წარმოადგენს. თავად „თალიბანში“ თავდასხმასთან კავშირს უარყოფენ.

მედიის ცნობით, გარდაცვლილი ქალები კერძო ტელეკომპანიაში გახმოვანებაზე მუშაობდნენ.

ბოლო პერიოდში ავღანეთში არაერთი ჟურნალისტი, აქტივისტი და პოლიტიკოსი მოკლეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S