ზელენსკი კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა
02/03/2021 12:16:04 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ აიცრა.
როგორც ზელენსი იუწყება, მან უკრაინელ ჯარისკაცებთან ერთად გაიკეთა ოქსფორდის/ასტრაზენეკას ვაქცინა, ინდოეთში წარმოებული Covishield.
2 მარტის მდგომარეობით, უკრაინაში, სადაც 40 მლნ ადამიანი ცხოვრობს, კოვიდ-19-ით ინფიცირების 1 352 134 შემთხვევაა დადასტურებული. გარდაიცვალა კოვიდით ინფიცირებული 26 050 ადამიანი.
ქვეყანაში 23 თებერვალს ჩავიდა ოქსფორდის/ასტრაზენეკას 500 000 დოზა. ჯანდაცვის სამინისტრო 31 მარტამდე ამავე წარმოების ვაქცინის კიდევ 1.5 მლნ დოზას ელოდება, ამას გარდა კი მარტის დასაწყისში Pfizer-ის 117 000 დოზას — „კოვაქსის“ პლატფორმის ფარგლებში.


